სამართალი
პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა მინდია ჯანელიძე, რომელიც „მის წინამორბედზე გაცილებით უკეთესი მინისტრი იქნება“

1-Mindia-samart-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა მინდია ჯანელიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ჯანელიძე წინამორბედზე ბევრად უკეთესი მინისტრი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინწინ გააკეთა. ასევე თანამდებობები პირადი სურვილით დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა. ალექსი პეტრიაშვილმა კი გადადგომის შესახებ განცხადება გუშინწინვე გააკეთა.