ალასანიას ხუთი მოადგილე პოსტის დატოვებას აპირებდა, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშილმა დაასწრო და გადააყენა
საქართველო, 6 ნოემბერი,
საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით,
ირაკლი ალასანიას ხუთი მოადგილე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირადი განცხადების დაწერას გეგმავს.
ასევე, კულუარული ინფორმაციით, პოსტს დატოვებს თავდაცვის უწყების რამდენიმე დეპარტამენტის თანამშრომელი. სავარაუდოდ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი ალასანიას მოადგილეების გადაწყვეტილების შესახებ.