აქტუალური
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კოალიციის მიერ ალასანიას საკითხის განხილვის პარალელურად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუნდის ერთიანობის დემონსტრირება მოახდინეს.
ამით ილუზიები, რომ ალასანია წავა, 2-3 კაცი გაყვება და სხვა დეპუტატები დარჩებიან, გაქარწყლდა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვისაც, როდესაც მან დაიწყო პოლიტიკაში მოსვლა, მთავარი პოლიტიკური პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ.