პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ნატოში დოლიძე - ალასანიას თანაპარტიელის და პარლამენტარის ღვიძლი ძმაა, მასთან ერთად კიდევ 12 ელჩი გადადგომას აპირებს
1-DoliDze-polit-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მაია ფანჯიკიძისა და მისი მოადგილეების გადადგომის შემდეგ, თანამდებობის დატოვებას გეგმავს საქართველოს 12 ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში. ამის შესახებ ცნობას „პირველი რადიო“ ავრცელებს. დიპლომატთა გვარები არ კონკტრეტდება, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ძირითადად საუბარია ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ დიპლომატებზე.