პოლიტიკა
ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა განაცხადეს, რომ მალე დაბრუნდებიან - როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლების დამხობის შემდეგ...

1-Skoro-polit-2

საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ფანჯიკიძის თქმით ის ასევე ტოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს. თანამდებობები დატოვეს მისმა მოადგილეებმაც: დავით ზალკანიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ლევან გურგენიძემ და დავით ჯალაღანიამ. ზალკანიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს და აღნიშნა, რომ ის მზად არის გვერდით დაუდგეს თავის გუნდს - „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ევროპული ფასეულობები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცის მინისტრი ირაკლი ალასანია, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილის განცხადება პოსტის დატოვების შესახებ.