პოლიტიკა
„ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდაიმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან!” – „კარალევა მარგო“ საკუთარ თავზე უკვე მესამე პირში და მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს...

1-MI-polit-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია.

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.