პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ''სახალხო კრებას'' პირდაპირი ეთერით არ გადასცემს

sazogad-mauwyebსაზოგადოებრივი მაუწყებელი 25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ წარმომადგენლობით სახალხო კრებას პირდაპირი ეთერით არ გადასცემს. ნონა გაფრინდაშვილმა, გურამ ფირცხალავამ და სოსო ჯაჭვლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს - გია ჭანტურიას ოფიციალური წერილით დღეს მიმართეს, რომლითაც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვდნენ.

გია ჭანტურიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეკრების პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოების სურვილია. გაფრინდაშვილის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო კრების შესახებ ვრცელ რეპორტაჟს გაუშვებს, მაგრამ პირდაპირი ეთერით შეკრება არ გადაიცემა.