სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

1-Boepripasi-samart-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის 4 მაცხოვრებელმა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. სულ ჩაბარებულია: „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, სხვადასხვა ტიპის 1220 ვაზნა, 4 ჭურვი, 44 ამფეთქი კაფსულა, სხვადასხვა ტიპის 8 ხელყუმბარა, „ერ-პე-გე“-ს ტიპის 14 ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნის 3 ნაღმი, 3 სასიგნალო რაკეტა, ტყვიამფრქვევის დასადგამი 3 ფეხი, ნაღმის 2 კაფსულა და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.