სამართალი
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი

1-BatiaS-samart-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სსკ-ით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით 8 საათის განმავლობაში, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა ბევრი კითხვა . ბატიაშვილის მიმართ. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება, დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8-საათიანი ვადა.

მოწმე . ბატიაშვილის ადვოკატის განცხადება დაკითხვის პროცესში დარღვევების შესახებ არის სრულიად გაუგებარი, მით უმეტეს, თვითონვე ვერ მიუთითებს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მთავარი პროკურატურის აზრით, მოწმე . ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად, პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე, სწორედ ამიტომ მათ მიმართეს მსგავს ტაქტიკას.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მოხდეს ალექსი ბატიაშვილის მოწმის სახით განმეორებით დაკითხვა.  აქვე გამოძიება სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს, მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები.