დავით უსუფაშვილი: „პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო...“
საქართველო, 5 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოს უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას განცხადებით:
„პარლამენტის თავმჯდომარე, საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, ბოლო დღეების განმავლობაში რაზეც მუშაობს პროკურატურა... აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ წლის დასაწყისში კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის. თუკი პარლამენტის, კომიტეტის ან პარლამენტარების მხრიდან სურვილი იქნება, თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად, ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით: „ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანავე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო. პარლამენტი რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები“.