აზერბაიჯანში საქართველოს მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
საქართველო, 5 ნოემბერი,
საქინფორმი. ექში ჰალილი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება დანაშაულების ჩადენა,
რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
ექში ჰალილი კომპანია „TEK-EV INSAAT DECORATION TAHHUT ICH EV DISTIJARET LIMITED SIRKETI Ltd.“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმის თოჯინების და ახალგაზრდობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და, ყალბი ინვოისების გამოყენებით, თეატრის ბიუჯეტიდან 86 663, 23 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ზარალი მიაყენა.