პოლიტიკა
მარგველაშვილი: „რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საქართველოს მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას!“

1-Nesmotrya-polit-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდამხარეებმა, უპირველესად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საქართველოს მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე აფხაზეთთან გააფორმოს .. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რაც, ქვეყნის პირველი პირის თქმით, პირდაპირი ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიისკენ.

ასევე აღინიშნა, რომ მოსკოვს მკაფიო გზავნილი უნდა მიუვიდეს ჟენევის ფორმატით კონსტრუქციული მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობის თაობაზე; მით უფრო, რომ ჟენევის დისკუსიას საქართველო განიხილავს ერთადერთ ფორმატად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებისგანსახილველად რუსეთის ფედერაციასთან.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სამუშაო საუზმის ფორმატში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.