პოლიტიკა
იმერლიშვილი: ““მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციას, რუსეთი აგრძელებს უკანონო პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გზით”

1-Irine-polit-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ვენაში გაეროს კონფერენციის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტ ფილიპ ვუჟანოვიჩთან გამართა შეხვედრა. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. აღინიშნა, რომმიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციას, რუსეთი აგრძელებს უკანონო პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გზით”.

"საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტების შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, უპირველესად, ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმილი ვითარების - ფაქტობრივი ანექსის პროცესის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მონტენეგრო ყველაზე ახლოს არის ნატო-ს წევრობასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მხარდაჭერა. ფილიპ ვუჟანოვიჩმა, თავის მხრივ, აღგვითქვა უპირობო მხარდაჭრა, როგორც ნატო-ს წევრობის საკითხში, ისე ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.