უცხოეთი
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ უკანონოდ მიიჩნევს არჩევნებს, რომლებიც თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარდა, - განუცხადა რია ნოვოსტის თეთრი სახლის წარმომადგენელმა მარკ სტროხმა.
„ჩვენ ვგმობთ ე. წ. არჩევნებს, რომლებიც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ჩაატარეს. ამ „არჩევნების“ ჩატარება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, ასევე მინსკის 5 სექტემბრის ოქმს“, - განაცხადა თეთრ სახლთან არსებული ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.