უცხოეთი
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. არჩეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს მანდატი რეგიონებში ნორმალური ცხოვრების აღდგენის პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, - ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით.
„არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მთლიანობაში ორგანიზებულად ჩატარდა. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ-აღმოსავლეთის მცხოვრებთა ნების გამოხატვას. არჩეულმა წარმომადგენლებმა რეგიონებში ნორმალური ცხოვრების აღდგენის პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად მანდატი მიიღეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„მზად ვართ ამიერიდანაც, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონსტრუქციულად მხარი დავუჭიროთ უკრაინაში კრიზისული სიტუაციის დარეგულირებას“, - დაასკვნეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.