უცხოეთი
პრემიერი ზახარჩენკო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის არჩევნებში ლიდერობს

1-zaxarC-zar-1საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ზახარჩენკო დონეცკის სახლხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის არჩევნებში ლიდერობს. ოქმების 100 %-ის დამუშავების შემდეგ ცესკო-ს მონაცემებით, მას ხმა მისცა 765 340 ადამიანმა.

არჩევნებში მეორე ადგილს იკავებს ალექსანდრე კოფმანი, მას ხმა მისცა 111 ათასმა ადამიანმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 12 ათას 162 ადამიანმა. მათგან დისტანციურად ხმა მისცა 105 540 კაცმა. სახალხო საბჭოს არჩევნებში ლიდერობს პარტია „დონეცკის რესპუბლიკა“, რომლის სიასაც სათავეში უდგას ზახარჩენკო. მას ხმა მისცა 662 ათასმა ადამიანმა.

ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში დარღვევები, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა კენჭისყრაზე, არ დაფიქსირებულა.