სამართალი
„კვირის ქრონიკა“: „შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრებენ სააკაშვილს, ალასანიას, ვაშაძეს, საყვარელიძეს, ბოკერიას...“

1-arestuiut-samart-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კულვარულ წყაროზე დაყრდნობით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქმე ეხება შს-ს სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რაც შეთქმულების ან ამბოხის გზით სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების, ძალადობრივ დამხობას ან ხელში ჩაგდებას გულისხმობს. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, სამინისტრო გამოძიებას უკვე ამთავრებს, ამ ეტაპზე კონკრეტული პირების დანაშაული გამოიკვეთა და მალე მათ ბრალს წაუყენებენ. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8-წლამდე ვადით. გაზეთს წყარომ შემდეგი ადამიანების გვარები მიწოდა:

ესენი გახლავთ-ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი და ამ ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი,“-წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა“.