სამართალი
147 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ და საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.