აქტუალური
დეპუტატები ქუთაისში ბინებს დაეძებენ

parl-proeqtრა დაჯდება ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა, კვლავ გასაიდუმლოებულია. კულუარული ინფორმაციით კი, იგი 80–100 მილიონი დაჯდება. თუ საიდან მოედინება ეს ფული, ამას გრიფით „საიდუმლო“ ადევს და მასზე კონკრეტულად საუბარს - ფინანსთა მინისტრიდან დაწყებული უმრავლესობის წევრებით დამთავრებული - ყველა გაურბის.

პარლამენტის შენობის გარდა, ქუთაისში დეპუტატებისთვის საცხოვრებელი სახლებიც უნდა აშენდეს, სადაც ოპოზიციონერი და პოზიციონერი დეპუტატები ერთად იცხოვრებენ. ''შეძლებული'' დეპუტატები კი, ალბათ, ქუთაისში ბინას დაიქირავებენ ან იყიდიან.
ზოგიერთი დეპუტატი უკვე დაკავდა ამ საკითხით და ქუთაისში ბინების შეთვალიერება დაიწყო. თუმცა საკითხავია მოხვდებიან თუ არა ასეთი თადარიგიანი დეპუტატები მომავალ პარლამენტშიც. თუ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ბინები მაინც შერჩებათ, რომელთაც მომავალში სარფიანად გაყიდიან.
ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება. როგორც ცნობილია, შენობაში დაახლოებით 217 ოთახი იქნება.
ქუთაისში პარლამენტის გარდა მთავრობის წარმომადგენლობაც გადავა. მაგრამ კონკრეტულად - ვინ, ეს ჯერჯერობით უცნობია.