საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მისიის გადაბარების ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრო. ცერემონიალზე იმყოფებოდა ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი, აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალი კარლ ალექსი, ბრიგადის გენერალი მარკ ონეილი და ავღანეთში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯეფრი კოლტი.
ცერემონიალის დაწყებამდე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს, ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს და 51-ე ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას პირადად შეხვდა.