აქტუალური
ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა

1-Anderson-aqtual-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს ქართველი სამხედროების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახელით საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონის განცხადებით, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველი სამხედროების მიმართ. ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ავღანეთში ქართველ სამხედროებს არაერთხელ შეხვდა. გენერალ-ლეიტენანტი ანდერსონი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალ დონეს, ბრძოლისუნარიანობას და ISAF-ის მისიაში ქართველების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს.