აქტუალური
მიხეილ სააკაშვილის სიურპრიზი ხელისუფლებას - ექსპრეზიდენტის ყვარლის სახლში ფრანგები ქარხანას აშენებენ

1-Kvareli-aqtual-1საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ყვარელელი სტუდენტის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყვარლის სახლში, რომელიც მას კომპანია ინ სიმ აუშენა 80000 ლარის ფარგლებში, მშენებლობა მიმდინარეობს. ყვარელში ამბობენ, რომ მიხელ სააკაშვილი სიურპრიზს უმზადებს ახალ ხელისუფლებას.

აკი ვამბობდით, ყიდისო?! გაყიდულიც აქვს და გასხვისებულიც... ჩემი მეზობლის ბალღი მუშაობს დაცვაში და მითხრა, იგეთ ღვინის ქარხანას აშენებენ ფრანგები, რომ მასეთი ქარხანა მეორე არ იქნება საქართველოში, - ჰყვება სტუდენტი, - ეგ ფრანგები, რა სულელები არიან?! მიშას სახლს და ვენახს ართმევენ და ისინი კიდე ქარხანას აშენებენ? მანდ რაღაც ამბავი უნდა იყოს! ისე გაყიდიდა სახლსაც და ეზო-ყურესაც, რომ ესენი აზრზეც არ არი.

ამავე სახლის დაცვის წევრს უთქვამს, რომ ფრანგები ყვარელში 2013 წლიდან სახლობენ, ვაზის ჯიშები გამოჰყავთ და მევენახეობას მისდევენ. ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის სახლს იცავენ, მაგრამ ეს სახლი უკვე ფრანგებისაა და გაზაფხულზე ახალი ფრანგული ღვინის ქარხანა აშენდება.