საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდა

1-CiCek-sazog-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საუბრის ძირითადი თემები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობას.

პრემიერის განცხადებით, საქართველო თურქეთს საიმედო მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მის მხარდაჭერას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს თურქეთის საჯარო და კერძო სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ 2014-2015 წლებისთვის“ პროგრამის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თურქეთთან თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.