პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ალასანიას ცოლისდამ - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მხარი დაუჭირა თავის სიძეს: „დარწმუნებული ვარ ალასანიას პოზიციაში და იმაში, რომ მან ზუსტად იცის, რასაც ამბობს!“

1-Sestra-polit-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. 6 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში, მორიგი მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც ირაკლი ალასანია მინისტრთა კაბინეტს უწყების მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობს.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს აპირებს მოვიდეს დოკუმენტებით და მთავრობას წარმოუდგინოს მისი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. სუბარის თქმით, ის არ აპირებს გამოძიების საქმეში ჩარევას.

თავდაცვის მინისტრი ენდობა თავის თანამშრომლებს, დარწმუნებულია მათ უდანაშაულობაში, ხოლო მე დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრის პოზიციაში და იმაში, რომ მან ზუსტად იცის, რასაც ამბობს“, - განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ.