პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, "ღია მმართველობის პარტნიორობის" პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გააცნობს

1-admin-polit-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით, 3-4 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება და მას  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გაუძღვება.

რეგიონული მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე წარუდგენენ ხელისუფლების ხედვასა და გეგმებს  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის  მიმართულებით.

შეხვედრა UNDP–ის პროექტ "მმართველობის რეფორმის ფონდისა"  და Sida-ს მხარდაჭერით იმართება.

საქართველო, როგორც როგორც  OGP-ის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, კვლავაც აქტიურად  არის ჩართული  საერთაშორისო ინიციატივის - “ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში.  მთავრობის ადმინისტრაცია განაგრძობს ღია მმართველობის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის, ინფორმაციის საჯაროობას და მთავრობის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას.

პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს ასევე გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.