პოლიტიკა
ჯეიმს მანი: „აშშ-ის შეხედულებები მსოფლიოში საკუთარ როლზე არარეალისტურია“

1-Mann-pol-1-an-1საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. გამორჩეული ნაციის იდეა არ პასუხობს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის რეალიებს და ამუხრუჭებს მრავალპოლარული მსოფლიოსკენ მოძრაობის პროცესს“, - წერს ამერიკელი სპეციალისტი თანამედროვე ურთიერთობების სფეროში ჯეიმს მანი თავის სტატიაში ჟურნალისათვის The American Prospect.
„ამერიკის მიერ საკუთარი როლის აღქმა მსოფლიო პოლიტიკაში არარეალისტური გახდა. ჯერ კიდევ ბილ კლინტონი აღიარებდა, რომ აშშ-მ უფრო ფხიზლად უნდა შეხედოს იმას, თუ როგორ არის მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა. „გამორჩეული ნაციის“ ცნების გამოყენება ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის პოლიტიკის უნარს, გაუგოს ცვალებად მსოფლიოს“, - ვარაუდობს მანი და  მაგალითად მოჰყავს აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონის სიტყვები, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას მან სახელმწიფო მდივნის ექს-მოადგილე სტროუბ ტელბოტთან წარმოთქვა.

„მინდოდა ჩვენი შვილიშვილებისთვის ისეთი მსოფლიო შემექმნა, სადაც ამერიკა ერთადერთი ზესახელმწიფო არ იქნებოდა და სადაც სხვასთან სცენის გაყოფა მოგვიხდებოდა, ჰეგემონის როლზე უარის თქმით. საჯაროდ ამის განცხადება პოლიტიკური სუიციდია. ეს რომ პრეზიდენტობისას მეთქვა, მაშნვე ქალაქიდან გამაძევებდნენ“, - მოჰყავს მანს კლინტონის სიტყვები.

მანის აზრით, აშშ ჯერჯერობით მზად არ არის, აღიაროს, რომ სხვა სახელმწიფოებს შესაძლოა არ სჭირდებოდეთ ამერიკის ლიდერობა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ქვეყანამ უფრო დიდი, ვიდრე უახლოეს წარსულში, როლის შესრულება დაიწყო მსოფლიო კრიზისების დარეგულირებაში.