უცხოეთი
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელმა „კეთილშობილურად“ დაუბრუნა გადაადგილების თავისუფლება 8 წლის წინ გარდაცვლილ, ყოფილი იუგოსლავიის ექსპრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს. და მაშინვე ნათელი გახდა, რომ ევროპული „წყალობისთვის“ საკმარისია, რომ სახელმწიფო დაიშალოს, მისი ლიდერი კი საგანგებოდ ამისათვის შექმნილი ჰააგის ტრიბუნალის ციხეში აღესრულოს. და ამ უცნაური სიკვდილის შემდეგ 8 წელი გავიდა. ევროკავშირმა მილოშევიჩს გადაადგილების თავისუფლება დაუბრუნა, როცა ის უკვე არათუ გადაადგილდა, არამედ, დაფუძნდა კიდეც იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.