უცხოეთი
ასლან კობახია: უნდა გავარკვიოთ, სად წავიდა ფული, რომელიც მოგვცეს“

1-kobaxia-zar-2საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის დეპუტატებმა მოამზადეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების საკუთარი პროექტი. იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება პარლამენტის ვარიანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვარიანტისგან, პარლამენტის დეპუტატი ასლან კობახია საუბრობს.

-ეს სავსებით განსხვავებული - სახელწოდებითაც კი - პროექტებია. ჩვენს პროექტს ეწოდება ‘შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რუსეთის ვარიანტს კი ‘შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საიმისო, რომ რუსეთს ეჭვი შეჰპარვოდა ჩვენს გულწრფელობაში. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული არიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კეტილგანწყობილია რუსული ჯარებისადმი. შავი ზღვის სანაპიროს 220 კმ დღეს აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივიუ შეიარაღებული ძალებით კონტროლდება. ამ ტერიტორიაზე რუსეთი უზრუნველჰყოფს საკუთარ და ჩვენს უსაფრთხოებასაც სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კარგი მოკავშირეები ვართ.

რასაკვირველია, ჩვენ ვეთანხმებით, რომ კოლექტიური ძალები შესაქმნელია, და აფხაზური მხარე მონაწილეობას მიიღებს ამ კოლექტიურ ძალებში, მაგრამ ეს არ არის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. მომხრე არა ვარ შეიარაღებული ძალების როტაციაზე ხელმძღვანელობის. თუ ამაში მონაწილეობას იღებს რფ, ეს სერიოზული სტრუქტურაა, თანამედროვე შეიარაღება და ამ კოლექტიოური ძალების სარდალი რუსეთის მხარისგან შეიძლება იყოს, მაგრამ მაშინ ერთი მოადგილე აფხაზური მხარისგან იქნება. ჩვენ მკაფიოდ გავწერეთ, რომ თუ ხორციელდება აგრესია ერთ მხარეზე, კოლექტიური ძალები იმ მხარის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაში გადადიან, რომელზეც აგრესია განხორციელდა. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს და აქედან გამოვდივართ.

-როგორ ფიქრობთ, თუ რუსული მხარე არ მიიღებს თქვენ მიერ მომზადებულ პროექტს, შეიძლება თუ არა, რომ ეს ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზად იქცეს?

-არა მგონია, თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ამაში საშინელს ვერაფერს ვხედავ. ის, თუ როგორ გამოიყენება ეს დახმარება, საძაგლობაა და საერთოდაც, უნდა გავარკვიოთ სად წავიდა ფული, რომელსაც გვაძლევდნენ.