უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის მზადებაზე საუბარი ნაადრევია

1-midrf-zar-1საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. „ახლა უნდა ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთქმედების დარეგულირებაზე იმ სფეროებსა და დარგებში, სადაც ეს შესაძლებელია დიპურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც, როგორც ცნობილია, თბილისმა შეწყვიტა 2008 წელს“, - განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგებიც არის. „განზრახული გვაქვს ამ ურთიერთქმედების ხაზის გაგრძელება, - განაცხადა კარასინმა, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ გავავითარებთ ჩვენი თანამშრომლობის ფორმებს, სავარუდოდ, დამოკიდებულია მომავალში მაღალი და უმაღლესი დონეების შეხვედრებზე მუშაობის საკითხი“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა სამშაბათს მის მიერ უწინ გაკეთებული განცხადება „რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობის შესახებ“. მარგველაშვილის თქმით, თბილისი „სთავაზობს რუსეთს კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ტერიოტირული მთლიანობის საფუძველზე“ და საქართველოს „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.