სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ვადამდე უნდა გადადგეს!
საქართველო, 3 ნოემბერი,
საქინფორმი. საუბარია
სულხან მოლაშვილის საქმეზე, რომლის შესახებაც სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.
"გადაწყვეტილებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და კოტე კუბლაშვილის მიერ უდანაშაულობის პრეზლუმფციის დარღვევაზე. ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური დებულების უგულვებელყოფაზე. როგორც, მოგეხსენებათ, სააკაშვილის შემთხვევაში, ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გამხდარიყო. ხოლო კულბაშვილთან მიმართებაში მან, ახლავე შეიძლება იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა. უმჯობესია საიმპიჩმენტოდ არ გაიხადოს საქმე და თვითონ გადადგეს. სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ყველას, ვინც გამოძიების და სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე არამართლზომიერი და უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო", - აცხადებს მოლაშვილი Prime Time News-თან საუბარში.
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.