პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
საქართველო, 3 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ კანონს „
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.