აქტუალური
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს შემოტანის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ედუარდ ე. დააკავეს.
ედუარდ ე-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქრო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებლია 999,9 სინჯის ოქრო, რომელიც 1 კილოს და 297 გრამს იწონის და მისი საბაზრო ღირებულება 93 427 ლარს შეადგენს.
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ოქროს ზოდები სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოიტანა.