უცხოეთი
ავღანეთში ტექნიკის მიწოდებაზე კონტრაქტი „როსობორონექსპორტმა“ და აშშ-ის არმიამ 2011 წელს დადეს. შემდეგ შეთანხმების რამდენიმე დამატებას მოეწერა ხელი. კერძოდ, 2014 წლის თებერვალში ცნობილი გახდა შეთანხმების შესახებ ავღანეთის სამხედროებისათვის Ми-17-ის მორიგი პარტიის მიწოდების თაობაზე. მთლიანობაში, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კაზანის შვეულმფრენების ქარხანაში დამზადებული 63 რუსული მანქანა მიიღეს.
სირიაში სამოქალაქო ომისა და ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის ფონზე, ამერიკელი პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი აშშ-თან „როსობორონექსპორტის“ თანამრომლობის წინააღმდეგ გამოიდოდა. მიუხედავად ამისა, პენტაგონმა მაინც შეძლო თავისი გეგმების განხორციელება ავღანელი სამხედროების აღჭურვასთან დაკავშირებით, იმის მომიზეზებით, რომ ამ უკანასკნელისთვის კარგადაა ცნობილი რუსული ტექნიკა და ამერიკელებს არ მოუწევთ დამატებითი სახსრების ხარჯვა პილოტების გადამზადებაზე.