უცხოეთი
კერძოდ, კასპიის ზღვაში გამყენებული იქნება ორი ბორანი და ორი ხომალდი ტვირთების გადასაზიდად, რისი მეშვეობითაც ბაქოს პორტის გავლით თურქმენეთში ყოველწლიურად თურქეთიდან შემოსულ 30 ათას ტონამდე ტვირთს გადაზიდავენ.
აღსანიშნავია, რომ თეირანმა გაამკაცრა პოზიცია თურქული საბარგო ავტომანქანების ირანის ტერიტორიის გავლით გადაადგილებაზე, თურქ მძღოლებს აუკრძალა საწვავის შესყიდვა ირანში.
„შედეგად, წაგებული მხარე ირანი იქნება. არ ვიყიდით საწვავს ირანელებისგან, ვიყიდით თურქმენეთში, სადაც ბენზინი გაცილებით იაფია. მთელი თვირთზიდვა თურქეთიდან წლის პირველი ნახევრიდან არა ირანში, არამედ აზერბაიჯანში განხორციელდება“, - აცხადებენ თურქი მძღოლები.