საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილე კურტ ტონგმა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში მოიწონა

1-zamestitel-sazog-2საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში იყო მკაფიო მიზნებზე გათვლილი და  პოზიტიურ ნაბიჯებზე ორიენტირებული. კურტ ტონგმა კმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის გამო, რომელიც თბილისში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო  ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არსებულ საკითხებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს USAID–ის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მაღალი დონის კონფერენციის გამართვას.