პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ნაციონალების დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი“

1-zasluga-polit-3საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, გამოიძიოს ეს საქმე, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას.

"არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ზოგადად, ნოემბერი არის მათვის ჩვეული თვე, ყველას გახსოვთ, 7 ნოემბერს როგორ ბრუტალურად დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციებს...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე მათზე დროის დახარჯვა არ მინდა", - აღნიშნაირაკლი ღარიბაშვილმა.