პოლიტიკა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს კურტ ტონგს შეხვდა

1-Kurt-polit-2საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის მნიშვნელობას.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შეინიშნება.

ჩვენსა და პრეზიდენტს შორის ძალიან კარგი საუბარი გაიმართა საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ… ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა გაიხსნას ამერიკული ინვესტიციების საქართველოში ჩასადებად. ასევე განვიხილეთ სტრატეგიული საკითხები რუსეთთან და რეგიონის სხვა ერებთან მიმართებაში. ბატონ პრეზიდენტს ზუსტი და მკვეთრი პოზიცია აქვს ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კურტ ტონგმა.