აქტუალური
''იოლი ჯგუფი" სუპერმარკეტების შემდეგ საწარმოს ყიდის

ioliროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, "იოლი ჯგუფი” სუპერმარკეტების ქსელის შემდეგ საკუთარ საწარმოსაც ყიდის. "იოლი ჯგუფში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საწარმოს გაყიდვის შესახებ „იოლის“ დამფუძნებელმა ლადო კვარაცხელიამ მიიღო, თუმცა კონკრეტული მიზეზები უცნობია. “იოლი ჯგუფში”  სავარაუდო ინვესტორისა და ინვესტიციის მოცულობის შესახებ არ საუბრობენ. შეგახსენებთ: "იოლი ჯგუფში" შემავალი სუპერმარკეტების ქსელის აქციების 80% ლიტველებმა დაახლოებით ერთი თვის წინათ  იყიდეს. არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო. "იოლის" საწარმოს გაყიდვის შემთხვევაში კი "იოლი ჯგუფის" შემადგენლობაში მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების კომპანია "სამგორი ალკო" დარჩება.