პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და სახელმწიფო, ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს”

1-Oper-polit-1საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ვეწინააღმდეგები ამას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში... და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე აღნიშნა, რომ ის ვარიანტი, რომელიც დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა, გულისხმობდა კონტროლის მექანიზმის შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან, რომელიც განახორციელებდა მონიტორინგს და გააკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომაა. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც . გასაღები შსს- და უსაფრთხოების სამსახურების მფლობელობაშია, მაგრამ მათ დაწესებული აქვთ მონიტორინგი. ეს არის მიდგომა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დღეს ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას და ამ შემთხვევაში, მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ.