უცხოეთი
ლავროვი: „დასავლეთის დეზინფორმაციის შხამსაწინააღმდეგო საშუალებას მივაგენით“

1-NaSli-zar-2საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვში ფილოსოფიურად ეკიდებიან იმას, რომ ზოგიერთი დასავლელი კოლეგა ზოგჯერ კონფიდენციალური საუბრების შინაარს დამახინჯებულად ავრცელებს. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ LifeNews”-სა და გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონელებმა, მათ შორის, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა დონალდ ტუსკმა, რომლისთვისაც სიკორსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის დამალვის მიწერას ცდილობდა, თავად მოახდინეს მისი დეზავუირება. მანამდე იყო ეპიზოდები, როცა ევროკომიის ხელმძღვანელმა ბაროზუმ რუსეთის პრეზიდენტის გამონათქვამების ინტერპრეტირება მოახდინა, როცა მასთან შეხვედრებისა თუ სატელეფონო საუბრების შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ბევრ წარმომადგენელს უამბობდა. იყო სხვა შემთხვევებიც, მათ შორის, ჩემ მიმართაც, როცა კავკასიაში ომის პერიოდში სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შეიჭრა, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ჩემი სიტყვების დამახინჯებას ცდილობდნენ. პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება. უკრაინის კრიზისი რომც არ ყოფილიყო, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ პარტნიორი არაეთიკურად არ მოიქცევა ან უბრალოდ, არ აყბედდება, ანდაც იცრუებს... ამ თემას მეტისმეტად დიდ ყურადღებას არ დავუთმობ, ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, სწორ შხამსაწინააღმდეგო საშუალებას მივაგენით. როცა ამდაგვარი რამ მოხდება, ჩვენ მაშინვე გამოვაცხადებთ, რომ საუბრის სრულ ტექსტს გამოვაქვეყნებთ. დასამალი ჩვენ არაფერი გვაქვს“, - აღნიშნა ლავროვმა.