სამართალი
ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ციხეში გადაღებული სკანადალური კადრების გასაჯაროებას მოითხოვს
1-AbdalaZe-samart-2საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აბდალაძე გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ციხეში შექმნილ ვითარებაზე და ფოტოგრაფების წამებაზე საუბრობს. „ჩვენ, რეპორტიორები... ყოველთვის ვითხოვდით, რომ გრიფი მოეხსნათ ჩვენს საქმეზე და რეალურად დაედგინათ, რა მოხდა სინამდვილეში... ის, რაც მე ვნახე წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩემი თვალით რომ არ მენახა და სხვას მოეყოლა, არავითარ შემთხვევაში არ დავიჯერებდი... დღეს დადგა ის დრო, რომ გამოძიებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაადგინოს, რას გვერჩოდა ის ხელისუფლება: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უტიაშვილი, ხიზანიშვილი... ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას ვამბობდი, რომ 26 მაისის გამო დავისაჯეთ... ციხეში წამების ამსახველი კადრები რომ არსებობს, ფაქტია... მოვა დრო და ეს კადრები საჯარო გახდება... ვისაც შავ საქმეებს აკეთებინებდა, იმას მერაბიშვილი ჩუმად უღებდა... ციხეში რაც ვნახეთ, ის იყო მიშა სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და კიდევ სხვა დანარჩენების რეალური სახე... 2012 წლის 2 ოქტომბერს, „ნაციონალები“ დარბოდნენ ტყე-ტყე და ანადგურებდნენ ამ მასალებს. ერთ-ერთ მათგანს აქვს გადაღებული თუ დაკოპირებული ეს მასალები, მათ შორის არის ჩვენი, რეპორტიორების, საქმეც... უნდა მიაქციონ ამ კადრებს ყურადღება, რადგან შეიძლება იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ინახოს...