აქტუალური
კობა ნარჩემაშვილი: „ადეიშვილი ყველა ინფორმაციას ფლობს სამართალდამცველ სტრუქტურებში მიმდინარე საგამოძიებო საქმეების შესახებ“

1-Koba-aqtual-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილითქმით, ყოფილი მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ მან "კვირის" პრესკლუბში განაცხადა.

ნარჩემაშვილის თქმით, შს სამინისტროში დღესაც მუშაობენ ადამიანები, ვინც უწყების საიდუმლო ინფორმაციას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აწვდიან, ასევე არსებობს იარაღის სამალავები, რომელიც ჯერ არ არის აღმოჩენილი.

ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ძალოვან სტრუქტურებში არსებული ელექტრონული სისტემების გარდა, არსებობს პარალელური სისტემები, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს და სამინისტროში შესული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, ავტომატურად იტვირთება ადეიშვილის სერვერზე.

"ახალი თაობა"