აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურის განცხადებას პასუხობს
1-Minob-aqtual-2საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია სილქნეტის მომსახურების შესყიდვას, რომელიც პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვად შეაფასა და მაღალი თანამდებობის 5 პირი დააკავა, საიდუმლო გრიფი ადევს. "საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს“,- ნათქვამია. კერძოდ, უწყების განცხადებაში.