საზოგადოება
ელიზბარ ჯაველიძე: „მაია ორჯონიკიძეს ღამურასავით, თავისი სომხური წარმომავლობის რცხვენია“
1-Unitaz-sazog-1საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ეს შავტუხა ქალბატონი, რომელსაც თავი მერცხალი ჰგონია, სინამდვილეში კი ბადრიჯანია, როგორც ჩანს, ძალიან განიცდის უსააკაშვილობას“, – ასე მოიხსენიებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილს მაია ორჯონიკიძეს.
რამდენიმე დღის წინ იზა ორჯონიკიძის შვილმა ელიზბარ ჯაველიძესა და რეზო ამაშუკელსჩარეცხილები“ უწოდა და „30–იან წლებში ჩარჩენილებად მოიხსენია. მე დედამისთან – იზა ორჯონიკიძესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. მაშინ ყველანი ხელმოკლედ ვცხოვრობდით და მე არაერთხელ დავხმარებივარ იზას, მისი ოჯახისა და ამ შავტუხა გოგოს გამოსაკვებად! მე კარგად ვიცნობდი ამ ქალბატონის მამას – სტიმსონ ტერ-ოგანესოვსაც! და აბა, რა უნდა ველაპარაკო არსებას, რომელსაც ღამურასავით, თავისი სომხური წარმომავლობისა რცხვენია და გვარად ორჯონიკიძე აირჩია?! ქალი ორჯონიკიძეობდეს და მე, ელიზბარ ჯაველიძეს მაბრალებდეს „30-იან წლებში ჩარჩენილობას“, ძალიან სასაცილოა! ეს შავტუხა ქალბატონი სააკაშვილმა მწევარი ძაღლივით „პადოშა“ გია თორთლაძის პარტიას მიანათხოვრა და ეგ მელაპარაკება მე მაღალ იდეალებზე?!“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.