პოლიტიკა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლებები დაასრულა

1-BAZA-polit-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს. ბატალიონის მთავარ  ამოცანას კოალიციურ ძალებთანერთად ბაზის დაცვა და პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება წარმოადგენს.

ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა  გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC)ერთი თვის მანძილზე გადიოდა.