პოლიტიკა
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი: „უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მფარველობს“
1-MolaSvili-polit-2საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. გიორგი მარგველაშვილი დამნაშავე გიგა ბოკერიას უჭერს მხარს. მარგველაშვილი მისი მეგობარია. ესენი ერთი კასტაა, თავისუფალ ინსტიტუტში დაფრთიანებული და ჯორჯ სოროსის გრანტებით ნასაზრდოები. ბოკერიები და სააკაშვილის რეჟიმის სხვა ნარჩენები იმიტომაც არიან შეგულიანებულები, რომ ზემოდან მფარველობენ. საჯარო გამოსვლების გაშიფვრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დასკვნა გააკეთო. ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში იგი აქამდე ციხეში იქნებოდა! ვიდრე ბოკერია ხელს ღარიბაშვილის მთავრობისკენ გაიშვერდეს, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რა უნდოდა ციხის ბუნტის დროს ციხესთან, რა ბრძანებებს იძლეოდა?!“ – აცხადებს სულხან მოლაშვილი.