პოლიტიკა
„ქრონიკა+“: იმ დროს, როცა სააკაშვილი ბაქოში შეხვედრებს მართავდა, ალიევმა ღარიბაშვილის ზარებს არ უპასუხა

1-Zvonok-pol-1-an-1საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზეთ "ქრონიკა+"-ის ერთ–ერთ სტატიის მიხედვით, შესაძლოა, მარგველაშვილი 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე მივიდეს, თუ იქ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება წარმოდგენილი.

სტატიის ავტორი, ასევე, წერს, რომ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში "პარტიიის წევრებსა და ლამის ნახევარ საქართველოს შეხვდა" და ამ შეხვედრების ნებართვა სააკაშვილს უშუალოდ ილჰამ ალიევისგან ჰქონდა მიღებული. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში სააკაშვილის მიერ შეხვედრების გამართვაზე შეიტყო, ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ აზერბაიჯანის პირველმა პირმა მის ზარებს არ უპასუხა.

სტატიის ავტორის თქმით, 15 ნოემბრის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა", მინიმუმ, 15.000 ადამიანს ელოდება.