უცხოეთი
რას სთავაზობს ოპოზიცია სომხეთის პრეზიდენტს, როცა „მაიდანით“ ემუქრება?

1-ugroZaya-zar-3საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. 24 ოქტომბერს ერევანში გაიმართა ე. წ. „არამართველი სამეულის“ – პარტიების „აყვავებული სომხეთი“, „ნასლედიე“ და „სომხეთის ნაციონალური კონგრესის“ მორიგი მიტინგი, რომლის მიმდინარეობისასაც ღონისძიების ორმა სპიკერმა – ლევონ ტერ–პეტროსიანმა და გაგიკ ცარუკიანმა ყველაფერი განმარტეს.

სომხეთის პოლიტიკურ ველში არსებული სიტუაცია, რომლის კულმინაციადაც, გარკვეული თვალსაზრისით, 24 ოქტომბრის მიტინგი იქცა, ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული ვითარდება. ჯერ ერთი პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საჯაროდ უარი განაცხადა „ტახტზე“ მომავალში. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მეტად აღარასდროს არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში. იქვე პირდაპირ განაცხადა, რომ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაშიც პრემიერის პოსტზე პრეტენზია არ ექნება.

24 ოქტომბრის მიტინგი მოწმობს, რომ ოპოზიცია დარწმუნებულია – მან საკმარისი პოტენციალი დააგროვა სერჟ სარქისიანზე ზეწოლისათვის თავისი მოთხოვნების შესრულების მიზნით. კონკრეტული მოთხოვნები კი მიტინგზე თავის გამოსვლაში გააჟღერა გაგიკ ცარუკიანმა ლევონ ტერ–პეტროსიანის გამოსვლის შემდეგ.

ტერ–პეტროსიანმა წარმოთქმულ სიტყვაში სამი ამოცანა დააყენა: მიიტანონ მოსკოვის ყურამდე, რომ ოპოზიცია გარდუვალად მიიჩნევს სომხეთის წევრობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და მზადაა ამ მიმართულებით იმუშაოს; მასებამდე მიიტანონ ინფორმაცია, რომ სომხეთის წევრობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სრულებით ნორმალურია და არაფრით ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს’ მესამეც, ლეგიტიმური ხელისუფლება ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე მოქმედი.

ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცარუკიანი.

აყვავებულ სომხეთს“ შიდა მტრები არ ჰყავს, ქვეყანსა არ სჭირდება შიდა მტრები. პოლიტიკური ცვლილებებისგან დამოუკიდებლად, სახელმწიფო აპარატი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს და სტაბილურ ვითარებაში მუშაობდეს. პოლიტიკურმა მისწრაფებებმა გავლენა ვერ უნდა მოახდინოს მუშაობის უფლებაზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და ქონების ხელშეუხებლობაზე. მზად ვარ, ამისი გარანტი ვიყო“, – აღნიშნა ცარუკიანმა, რომლის თქმითაც, „აუცილებელია უმოკლეს ვადებში დაიწყოს საარცევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესი და გამოირიცხოს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ არეულობები და „მაიდნები“.