უცხოეთი
სამხრეთ ოსეთმა ქართულ ავტონომიაზე უარი განაცხადა

1-Oseti-zar-1საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოს შემადგენლობაში რესპუბლიკის დაბრუნების საკითხის განხილვაზე. ცხინვალში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება ფუჭ ლაპარაკად ჩათვალა.

ჩვენ არ გვაინტერესებს ეს არაფრისმომცემი საუბრები. სამხრეთ ოსეთი 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და 6 წელია, რაც ამ დამოუკიდებლობის აღიარება მიიღო“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა საქართველოს პრემიერის განცხადების კომენტირებისას.

სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძრვანელის აზრით, თბილისი მზად არ არის მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად და „რევანშისტულ გეგმებს აწყობს“, წლობით უარს რომ აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.

უწინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ 2–წლიანი მმართველობის შედეგების შეჯამებისას, აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შესთავაზა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარი გამოწვევა და მიზანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას. ამასთან, ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ „დაბალანსებული პოლიტიკითა და ძლიერი ეკონომიკით“ მოხერხდება აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება.