სამართალი
სწორედ განათლების დონის ამაღლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, არ დაუშვას ოჯახის სხვა წევრის მიერ მასზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობა და მათი აღმოფხვრის მიზნით დროულად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სახელმწიფოს ევალება ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის დროს შეასრულოს როგორც პრევენციული, ისე კანონით დადგენილი სადამსჯელო ქმედებები. სწორედ პრევენციული მიდგომა განაპირობებს მომავალში ამ ფაქტისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებისა და საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულების - „ოჯახის საკითხები მხოლოდ ოჯახს ეხება“ შეცვლას“, -განმარტავენ ორგანიზაციის წევრები.